ენთუზიაზმის საწყისი
20172017 წელს ჩემი ცნობისმოყვარეობა აღვივდა, რამაც ჩემს მოგზაურობას საფუძველი ჩაუდო. კომპიუტერებმა, ტექნოლოგიამ და პროგრამირების სამყარომ ღრმად მომხიბლა. მე ვამაყობდი პროგრამისტებით, რომლებმაც შექმნეს ჩემი საყვარელი პროგრამები და თამაშები. სწორედ ამ დროს დავიწყე პროგრამირების შესწავლა და შემიყვარდა პროგრამების შექმნა.
ექსპერტიზის ზრდა
20192019-2020 წლებში ჩემი მოგზაურობა განვითარდა. ინტერნეტში არსებული უამრავი მასალის გამოყენებით, მე გავამახვილე ჩემი აქცენტი ვებ დეველოპმენტზე, რამაც მკვეთრად ააჩქარა ჩემი პროგრესი. პანდემიის ფონზე, მე დავიწყე მნიშვნელოვანი პროექტი - შევქმენი კლასის მართვის ვებგვერდი დედაჩემის სამუშაოსთვის. ამ გამოცდილებამ კიდევ უფრო წინ წამწია.
პროფესიონალური საწყისები
20212021 წელს ჩავუღრმავდი ფრილანსის სფეროს და ამით გავეცანი კლიენტებთან თანამშრომლობას. მოგვიანებით, 2022-2023 წლებში, Unilab-ის სტაჟირებამ გამაცნო თანამედროვე სამუშაო გარემო. მცირე გუნდებთან თანამშრომლობით შევქმენით ვებგვერდები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის. ამ გარემომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ჩემი გუნდში მუშაობის უნარი.
უფრო მაღალი მწვერვალები
20232023 წლიდან უფრო რთული პროფესიული გამოწვევების დაძლევა შევძელი. უბრალოდ დამწყები დეველოპერი აღარ ვიყავი, რომელსაც რთული დავალებებისთვის სხვისი დახმარება შჭირდებოდა. მაშინ, როდესაც დავიწყე კონტრაქტორად და ლექტორად მუშაობა მივხვდი, რომ უკვე მაღალ დონეზე ვიყავი ასული.
პირველად, ლიდერი
20242024 წელს უფრო მეტი შესანიშნავი შესაძლებლობა გამომიჩნდა. ვხელმძღვანელობდი მნიშვნელოვან და გავლენიან პროექტებს, მაგალითად, 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საინფორმაციო ვებგვერდს, სტარტაპს, რომელიც უკეთეს და უსაფრთხო რეალობას ჰპირდება ხალხს უძრავი ქონების სფეროში. Software-ის სამყარო ჩემთვის ძალიან კომფორტულ ადგილად იქცა.